ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან და ევროსთან 10 თეთრით გაუფასურდა

18 მარტი, 2020 • 2362
ლარი დოლართან და ევროსთან 10 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან თითქმის 10 თეთრით (9.9 თეთრით) გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.18 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა 10 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც. ხვალ, 19 მარტს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.49 ლარი იქნება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 19 მარტს, სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდიან. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს.


18 მარტის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა, საიდანაც ერთი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო რეჟიმში მოთავსებულია 1 200-ზე მეტი მოქალაქე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ – 200-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი