ახალი ამბები

საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქების რეიტინგი 2015

20 აგვისტო, 2015 • • 2788
საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქების რეიტინგი 2015

კვლევა აჩვენებს, რომ 2010 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურობისა და უსაფრთხოების საშუალო ნიშნული 2.2%-ით დაეცა. 57 ქვეყნის საშუალო მონაცემები გააუარესა. სირიის, უკრაინისა და ლიბიის კონფლიქტმა, ასევე ტუნისსა და საფრანგეთში მოხდარმა ტერორისტულმა აქტებმა ძლიერი ზეგავლენა იქონია ზოგად სურათზე.

საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქების სია 2015
საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქების სია 2015

სიის პირველი სამეული უცვლელია – ავსტრალიის ქალაქი მელბურნი კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს, მას მოსდევს ავსტრიის დედაქალაქი ვენა და კანადის ქალაქი ვანკუვერი.

 

ახალ რეიტინგში დაახლოებით 65-მა ქალაქმა გაიუმჯობესა პოზიცია და შეფასების შკალაზე 80-ზე მაღალქულიან ზოლში გადმოინაცვლა.

 

დაიწია ჩრდ. ამერიკის ქალაქების შეფასებამ, რასაც კრიმინალის გაზრდილ დონესა და რასისტულ ნიადაგზე ჩადენილ გახმაურებულ მკვლელობებს მიაწერენ. დაიძაბა ურთიერთობები პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ცვლილება დეტროიტმა განიცადა. მასობრივი გამოსვლებისა და დაპირისპირებების გამო ჰონგ-კონგის მდგომაროებაც გაუარესდა.

ასეთია ბოლო 5 წლის განმავლობასი გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების მქონე ქალაქების სია
ასეთია ბოლო 5 წლის განმავლობასი გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების მქონე ქალაქების სია

 

სიაში მოხვედრილი 10 ქალაქიდან 7 ნაკლებად დასახლებული ავსტრალიისა და კანადის ქალაქებია, რაც ამერიკისა და ჩინეთის ქალაქებთან შედარებით მათ გაუმჯობესებულ მდგომარეობას განაპირობებს.

 

გამოიკვეთა 10 ქალაქი, რომლებმაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიუმჯობესეს ცხოვრების დონე. მათ შორის აღსანიშნავია ჰარარე (ზიმბამბვე), რომელიც პირველ ადგილს იკავებს, კატმანდუ (ნეპალი), დუბაი (არაბთა გაერთიანებული საემიროები) და ჰავაის დედაქალაქი ჰონოლულუ, რომელიც სიას ამერიკული ქალაქის სახელით შეუერთდა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა. მე-9 ადგილი დაიკავა აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ.

 

2015 წლის მონაცემების მიხედვით ასეთია საცხოვრებლად 10 ყველაზე ცუდი ქალაქის სია
2015 წლის მონაცემების მიხედვით ასეთია საცხოვრებლად 10 ყველაზე ცუდი ქალაქის სია

 

რეიტინგში მდგომარეობა 2010 წლიდან დღემდე ყველაზე მეტად გაუუარესდა სირიის დედაქალ დამასკოს, მას მოსდევს უკრაინის დედაქალაქი კიევი და მესამე პოზიციას ლიბიის ტრიპოლი იკავებს. ამ ათეულში მოხვდა საბერძნეთის დედაქალქი ათენი და ორი რუსული ქალაქი – მოსკოვი და პეტერბურგი.

 

კვლევას სპეციალისტების ჯგუფი სპეციალურად შედგენილი კითხვარის დახმარებით აწარმოებენ. კვლევისას ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა სტაბილურიბა (25%), ჯანდაცვა (20%), კულტურა და საცხოვრებელი გარემო (25%), განათლება (10%), ინფრასტრუქტურა (20%). ხუთი კატეგორიის შეჯამების შემდეგ ქალაქების მონაცემები 100-ქულიანი შეფასების შკალაზე ნაწილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი