ახალი ამბები

კორონავირუსის რისკების გამო ტრანსგენდერთა მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა

18 მარტი, 2020 • 1521
კორონავირუსის რისკების გამო ტრანსგენდერთა მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა

კორონავირუსის გავრცელებისა და თანმდევი რისკების გამო ქვიარ აქტივისტებმა ტრანსგენდერ ადამიანთა მხარდამჭერი სოლიდარობის ჯგუფი შექმნეს.

ჯგუფის მიზანია, „მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს ტრანსგენდერ მეგობრებს, საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს, რომელიც პანდემიის დროს დიდი საფრთხის წინაშე არიან“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ამ პროცესს სათავეში უდგას. ისინი გვიყვებიან, რომ ქვეყანაში, სადაც ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობები არსებობს და პარალელურად, სახელმწიფო პოლიტიკა მათ კეთილდღეობაზე არ არის მორგებული, COVID-19 ამ თემისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველია.

„აქტივისტებმა და მეგობრებმა ფიქრის შემდეგ გადავყწვიტეთ, რომ დავხმარებოდით იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან.

ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა მუშაობს ღამით და გარეთ. ისინი ისედაც დაუცველ გარემოში არიან და ისედაც იმყოფებიან საფრთხის ქვეშ. ამ იზოლაციის პირობებში, შეუძლებელი გახდებოდა მათი არსებობა. ამასთანავე, ისიც მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა ქირით ცხოვრობს და მათ დამატებითი ფინანსური რესურსი  სჭირდებათ“, – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი.

მათივე ცნობით, განცხადების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ათასობით ლარი შეგროვდა. შემომწირველებში კი არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, მათ შორის, „თანასწორობის მოძრაობა“ და „ქალთა ფონდი“.

საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ თანხებით 2 თვით უზრუნველყოფს 40-მდე ტრანგენდერი ადამიანის ცხოვრებას.

ჯგუფის საბანკო ანგარიში ნომრები:

მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი

  • GE67TB7937145063600042
  • GE10BG0000000131421565

მასალების გადაბეჭდვის წესი