ახალი ამბები

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი კიდევ 28 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

18 მარტი, 2020 • 945
თვითიზოლაციის წესების დამრღვევი კიდევ 28 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის დამატებით 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში.

მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

ჯამში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაყვანილია 99 ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია,
დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი