ახალი ამბები

თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, სწავლა კვლავ შეჩერდება – ტიკარაძე

18 მარტი, 2020 • 1649
თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, სწავლა კვლავ შეჩერდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, მთავრობა კვლავ გასცემს სწავლის შეჩერების რეკომენდაციას.

„რეკომენდაცია [განათლების სამინისტროსთვის] ცალსახად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელებაზე. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება –  ნებისმიერ შემთთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა შეჩერდეს და გადავადდეს კიდევ ერთხელ“, – ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს – „და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს სრული აკადემიური მოსწრებით“.

კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროცესი ქვეყანაში პირველ აპრილამდე შეწყდა.

მანამდე, განათლების სამინისტრომ ერთკვირიანის ნაცვლად ორკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები გამოაცხადა, რომელიც 2 მარტს დაიწყო და 16 მარტს უნდა დასრულებულიყო.

საქართველოში 18 მარტის დილის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი COVID-19, ჯამში, 38 ადამიანს უდასტურდება. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1 130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც COVID-19-სგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

წაიკითხეთ ასევე:

სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს

მასალების გადაბეჭდვის წესი