ახალი ამბები

სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს

12 მარტი, 2020 • 1999
სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლები თავად გადაწყვეტენ, თუ როგორ აანაზღაურებენ კორონავირუსის გამო შეჩერებულ სასწავლო პროცესს.

კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სასწავლო პროცესი ქვეყანაში 1 აპრილამდე შეწყდა.

მანამდე, განათლების სამინისტრომ ერთკვირიანის ნაცვლად, ორკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები გამოაცხადა, რომელიც 2 მარტს დაიწყო და 16 მარტს უნდა დასრულებულიყო.

„ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები ამ ეტაპზე მუშაობენ რეკომენდაციებზე, რომლის ფარგლებშიც თითოეული სკოლა მოსწავლეების რაოდენობისა და რესურსების ფარგლებში შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმების ისეთ მოდიფიცირებას, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე, თითოელ მოსწავლეთან მიმართებაში განსაზღვროს პროგრამა.

შესაძლებელია გამოყენებული იქნეას შაბათი დღე, შესაძლებელია დამატებული იყოს გაკვეთილები – ამ მიმართულებით ჩვენ სკოლას მივცემთ თავისუფალ, მოქნილ გრაფიკს,“ – ამბობს ეკატერინე დგებუაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფექცია (COVID-19) 24 ადამიანს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი