ახალი ამბებირეკლამა

სილქ როუდ ჯგუფმა კარანტინისთვის წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელი გამოჰყო

18 მარტი, 2020 • 1972
სილქ როუდ ჯგუფმა კარანტინისთვის წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელი გამოჰყო

სილქ როუდ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციას და კარანტინის მოსაწყობად მზად არის გამოყოს წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელი. 

ParkHotel ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა 70 ნომრით, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. სასტუმრო სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მზადაა კომფორტული გარემო შესთავაზოს კარანტინში განთავსებულ ადამიანებს. 

სილქ როუდ ჯგუფის სახელით გვსურს მადლობა ვუთხრათ სასტუმროს გენერალურ დირექტორს, ილია საგანელიძეს და მის გუნდს გამოწვევის დროს ღირსეულად გვერდში დგომისათვის. გვჯერა, გაერთიანებული ძალისხმევით,  მსოფლიო მალე გაუმკლავდება შექმნილ ვითარებას და შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი