ახალი ამბები

მსოფლიო ჩემპიონატამდე ”ბორჯღალოსნებს” გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაასაჩუქრებს

19 აგვისტო, 2015 • 1423
მსოფლიო ჩემპიონატამდე ”ბორჯღალოსნებს” გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაასაჩუქრებს

როგორც კვაპილოვა აცხადებს, საქართველოს რაგბის კავშირს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ქალების, გოგონების და ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების საქმეში. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ შეიცვალა და დღეს ასეთი ტიპის ძალადობა უფრო მიუღებელი გახდა.

 

”დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მორაგბეებს მათი ძალისხმევისთვის. გვჯერა, რომ რაგბს, ზოგადად სპორტს, შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოში ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაში, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის საქმეში,” – განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.

 

ერიკა კვაპილოვა ბორჯღალოსნებს საჩუქრად გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“ ლოგოთი ბრენდირებულ სპორტულ ატრიბუტიკასაც გადასცემს. შეხვედრა ხვალ თბილისში, რაგბის საწვრთნელი ბაზა ”შევარდენზე” შედგება, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრებიან.
 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. © TAMUNAPHOTO
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. © TAMUNAPHOTO

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები აღნიშნულ კამპანიაში 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. ამ კამპანიის ფარგლებში მორაგბეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.

 

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მიზანს მსოფლიოში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღკვეთა წარმოადგენს. კამპანია 2008 წელს დაიწყო და მრავალწლიან ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ქალთა ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, კერძო სექტორსა და მედიას მოუწოდებს, გაერთიანდნენ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი