საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო – ბელარუსის მატჩი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო და ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო უეფას გადაწყვეტილებით გადაიდო, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება.
ერთა ლიგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი მატჩამდე ერთი თვით ადრე გაიყიდა. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, გულშემატკივრებს შეუძლიათ შინარჩუნონ ბილეთები და კონკრეუტლი თარიღის დანიშვნის შემდეგ არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს.
ბილეთების უკან დაბრუნების მსურველებმა კი თანხის დასაბრუნებლად TKT.GE-ს უნდა მიმართონ.