პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბიზნესსუბიექტების ნაწილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კილაძე ფეისბუკზე წერს.
“აზარტული თამაშების ბიზნესი ჯიუტად აგრძელებს საფრთხის შექმნას საზოგადოებისთვის, მიკროსაფინანსოებმა კი ისარგებლეს ონლაინ მომსახურებით და უამრავი საქმე გაგზავნეს სასამართლოში. ზოგიერთმა ბიზნესმა სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების გაზრდით გადაწყვიტა ხელის მოთბობა. ამას ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰქვია”, – აცხადებს კილაძე.