ახალი ამბები

მარინ ლე პენი Covid-19-ის გამო თვითიზოლაციაში მოექცა

17 მარტი, 2020 • 1004
მარინ ლე პენი Covid-19-ის გამო თვითიზოლაციაში მოექცა

ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საკუთარი ნებით კარანტინში ექცევა.  ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

როგორც ლე პენი ამბობს, ეს გადაწყვეტილება მიიღო „უსაფრთხოების ზომებიდან“ გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ლე პენმა ჩაატარა შეხვედრები ადამიანებთან (მათ შორის – რესპუბლიკელების ლიდერ კრისტიან ჟაკობთან), რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

როგორც თავად პოლიტიკოსი აცხადებს, დაავადების სიმპტომები მას არ აღენიშნება. აქამდე ლე პენი პანდემიის გამო იტალიასთან და ესპანეთთან საზღვრების ჩაკეტვის ინციიატივით გამოდიოდა.


საფრანგეთში ვირუსით ინფიცირების 6 655 შემთხვევა და 148 გარდაცვალებაა დაფიქსირებული, მსოფლიოში – 182 413. რაც შეეხება გარდაცვალებას, მსოფლიოში 7 154 ფაქტია დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი