ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კორონავირუსის 52 შემთხვევა დასტურდება

17 მარტი, 2020 • 2086
სომხეთში კორონავირუსის 52 შემთხვევა დასტურდება

განახლება: 17 მარტის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 52 შემთხვევაა დადასტურებული.

15 მარტამდე სომხეთში 30 შემთხვევა ფიქსირდებოდა. 16 მარტს, საღამოს საათებში 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კიდევ რამდენიმე საათში კი დამატებით 7 შემთხვევა დადასტურდა.

52-დან ერთი პაციენტი — ის, რომელსაც პირველს დაუდგინდა კოროავირუსი — გამოჯანმრთელდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, აღნიშნული იმ ადამიანებბიდან, რომლებსაც ბოლოს დაუდგინეს კორონავირუსი, ზოგიერთი იზოლირებული იყო, თუმცა ამ დრომდე აზუსტებენ იმ ადამიანების ვინაობას, ვისთანაც დანარჩენებს ჰქონდათ ახლო კონტაქტი.

16 მარტს, ახალი შემთხვევების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17:00 საათზე შედივა და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს ჩვეულებრივი ფუნქციონირება; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები).

სომხეთის მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 2 კვირით შეზღუდოს მოქალაქეების მიმოსვლა და უზრუნველყოს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი