ახალი ამბები

იდრის ელბა ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა

16 მარტი, 2020 • 2951
იდრის ელბა ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობი იდრის ელბა ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოშუ ამბობს, რომ მას კორონავირუსის ინფექცია (COVID 19) დაუდასტურდა.

ელბა ყვება, რომ თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს. მსახიობის თქმითვე, ტესტის ჩატარება მან იმიტომ გადაწყვიტა, რომ მანამდე ვირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.

„პარასკევს გავიგე, რომ მათი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. მე უმალვე თვითიზოლაციაში მოვთავსდი და ჩემი ტესტის რეზულტატები დღეს მივიღე.

ეს სერიოზული ამბავია. დროა ვიფიქროთ სოციალური დისტანციის დაკავებაზე [ტერმინი, რომელიც ადამიანებს შორის 1 მ-ზე დიდი დისტანციის დაკავებას გულისხმობს], ხელების ხშრად დაბანაზე…

ამასთანავე, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ უვლინდებათ, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს“, – ამბობს ელბა ვიდეოში.

„გამჭვირვალობა ახლა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა ამ სიტუაციაში“ ,- ამბობს ელბა და მოუწოდებს მოქალაქეებს, სიმპტომების ან საეჭვო კონტაქტების შემთხვევაში კორონავირუსზე შეემოწმონ.

„სწორედ ახლა არის სოლიდარობის, ერთმანეთზე ზრუნვის დრო. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც შეიცვალა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, რომლებმაც ასევე დაკარგეს სიცოცხლე,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი