ახალი ამბები

კორონავირუსი: საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება

16 მარტი, 2020 • 2007
კორონავირუსი: საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კორონავირუსის გამო კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება, ხოლო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ – 64.

მონაცემები ვრცელდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ საინფორმაციო საიტზე – stopcov.ge-ზე.

რაც შეეხება ინფიიცრებულებს, 30 იანვრის შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი მათგანი დღეს, 16 მარტს, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. კლინიკაში ამბობენ, რომ ის გამოჯანმრთელდა.

თუმცა დღესვე, გვიან ღამით, ლუგარის ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხი უნდა დაბრუნდეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი