ახალი ამბები

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები თავდებით გაათავისუფლეს

17 აგვისტო, 2015 • 1214
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები თავდებით გაათავისუფლეს

როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, თავდებში ბრალდებულებს პოლიციის თანამშრომლები დაუდგნენ. 

 

პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლებული სპეცრაზმელები არიან გიორგი გულბიანი, იასონ მილაძე, ალექსანრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯიხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკძე. ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. 

 

ამ პირების ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქციით აქვთ წაყენებული ბრალი. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია 2 პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სოცოცხლეს ან ჯანმრთელობას.  

 

 

2006 წელს ჩატარებული “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე პროკურატურის მიერ 2015 წლის თებერვალში დაკავებული 11 პირიდან 6 ყოფილი სპეცრაზმელია და მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი). სასამართლომ 4 თებერვალს ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

იმის შესახებ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შესრულებული დავალების გამო არ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე თვის წინ საუბრობდა


სასამართლო
სასამართლო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი