ახალი ამბები

ბათუმში “ჰილტონის” 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

18 მაისი, 2015 • • 3557
ბათუმში “ჰილტონის” 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

“მე ვარ მოხარული, რომ დღეს ქალაქ ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ვზეიმობთ. დღეს ოფიციალურად გაიხსნა ჰილტონის სასტუმრო, რომელიც თანამედროვე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რაც ნიშანია იმისა, რომ ნდობა და ინტერესი ბათუმის და ზოგადად საქართველოს მიმართ დღითიდღე იზრდება. ჩვენ მივესალმებით ისეთი ცნობილი ბრენდის შემოსვლას, როგორიც არის ჰილტონი, ეს პროექტი მართლაც წარმატებულია. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირბეულება შეადგენს 130 მილიონ დოლარს. მე მინდა მივულოცო და მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ამ პროექტის მფლობელებს და ინვესტორებს. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ბათუმი დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია. ბათუმს აქვს იმის ყველა რესურსი, რომ ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი გახდეს”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ბათუმში წელს კიდევ რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება, “რაც ამ რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.


ჰილტონი და რვაფეხა
ჰილტონი და რვაფეხა



“აჭარას აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენი საქართველოს ყველაზე წარმატებული რეგიონი გახდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი