ახალი ამბები

კორონავირუსზე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

16 მარტი, 2020 • 4909
კორონავირუსზე ვაქცინის ტესტირება დაიწყო

Associated Press-ის ინფორმაციით, რომელსაც ამერიკის სამთავრობო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს, აშშ-მა კორონავირუსზე ვაქცინის ტესტირება უკვე დაიწო.

გამოცემის თანახმად, ჯამში, ვაქცინის ტესტირებაში 45 ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. მას ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (The National Institutes of Health) აფინანსებს.

ამავე ინფორმაციით, ტესტირებაში მონაწილეთა ინფიცირების შანსიკორონავირუსის ახალი ტიპის ინფექციით (COVID 19) არ არსებობს, ვინაიდან პრეპარატი თავად ამ ვირუსს არ შეიცავს. ტესტირების მიზანია დაადასტუროს, რომ ვაქცინა არ გამოიწვევს მავნე უკუჩვენებებს და გზას გაუხსნის უფრო მასშტაბურ კვლევას.

თუმცა, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით – მაშინაც კი, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის. „ჩვენ ვსაუბრობთ წელიწადზე ან წელიწად-ნახევარზე“ მანამ, სანამ ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დასაშვები იქნება.

BBC-ს თანახმად, ვაქცინა შეიცავს ადამიანისთვის უსაფრთხო გენეტიკურ კოდს, რომელიც Covid-19-ის კოდის იდენტურია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 169 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 3774 შემთხვევა – აშშ-ში. რაც შეეხება საქართველოს, 16 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი