ახალი ამბები

შსს-მ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

16 მარტი, 2020 • 1427
შსს-მ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ფაქტი გამოავლინა და მოქალაქეები საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანა.

უწყების ცნობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა  შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

შსს-ში აცხადებენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი