ახალი ამბები

Louis Vuitton-ის მფლობელი კომპანია სანიტაიზერებს დაამზადებს და უფასოდ გაავრცელებს

16 მარტი, 2020 • 1173
Louis Vuitton-ის მფლობელი კომპანია სანიტაიზერებს დაამზადებს და უფასოდ გაავრცელებს

Louis Vuitton-ის მფლობელი კომპანია იმ ქარხნებში, სადაც Louis Vuitton-is, Dior-ისა და Givenchy-ს სუნამოებს ამზადებდნენ, ხელის სადეზინფექციო საშუალებების წარმოებას დაიწყებს.

როგორც BBC წერს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათ მიერ დამზადებულ სადეზინფექციო საშუალებებს ჯანდაცვის უწყებებს უსასყიდლოდ გადასცემს.

აღნიშნული პროდუქტების წარმოებას კომპანია დღეიდან იწყებს. ქარხნებს კი, სადაც სადეზინფექციო გელები დამზადდება, ჩვეულებრივ ძვირადღირებული ბრენდების სუნამოებისა და კოსმეტიკის დასამზადებლად იყენებდნენ.

უკანასკნელი მონაცემებით, მხოლოდ საფრანგეთში კორონავირუსის გამო 120 ადამიანი დაიღუპა.

Louis Vuitton-ის მფლობელი კომპანია სადეზინფექციო ხსნარების დამზადებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ამის საჭიროება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი