ახალი ამბები

“ვისოლის” ქსელში საწვავი კიდევ იაფდება

15 აგვისტო, 2015 •
“ვისოლის” ქსელში საწვავი კიდევ იაფდება

“მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი 5 თეთრით შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება” – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

ვისოლი
ვისოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი