ახალი ამბები

მადლობა ჩეხ ტურისტს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის – მინისტრი

16 მარტი, 2020 • 1362
მადლობა ჩეხ ტურისტს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ჩეხეთის მოქალაქე ტურისტთან დაკავშირებით, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა ტურისტულ ჯგუფთან ერთად და შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.

მინისტრმა ამ ტურისტს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა. ტიკარაძის ცნობით, ტურისტს 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები. ის გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც მისი დიაგნოსიტირება მოხდა. ამის შემდეგ ტურისტი დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს ჩეხეთში და იმ სასტუმროს წარმომადგენელბს საქართველოში, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ და დაადასტურა, რომ აქვს კორონვირუსი.

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მან არ დამალა, დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტომასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, სადაც ის იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს სამსახურს, რომ გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც იმყოფებოდა მასთან კონტატქში. ჯამში, 30 პირია იზოლირებული და დამატებითი შესწავლა მიმდიანროებს, რათა ყველა იზოლაციაში მოექცეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის ცნობით, ტურისტმა ქართულ მხარეს მიაწოდა ყველა ლოკაცია, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მანქანების ნომრები, რომლითაც მგზავრობდა. ტიკარაძის თქმით, ის მხოლოდ გუდაურში იყო და კახეთში არ უმოგზაურია. მისივე განმარტებით, ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ პერიოდში გუდაურში ისვენებდა, რისკის ქვეშაა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელებისთვის საჭიროა 15-წუთიანი ინტენსიური კონტაქტი 1 მეტრის რადიუსში.

ტიკარაძის ცნობით, იმ 30 ადამიანიდან, ვისთანაც ტურისტს ჰქონდა შეხება, 3-ს აქვს Covid-19-ის სიმპტომატიკა.

ტურისტებს, რომლებმაც გუდაურში დაისვენეს, კორონავირუსი დაუდგინდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი