ახალი ამბები

ხიდაშელი აშშ–ში საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს

14 აგვისტო, 2015 •
ხიდაშელი აშშ–ში საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 აგვისტოს, გამთენიას გაემგზავრება. სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაშია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.


აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით საქართველოს რისკის ქვეშ არის.


“რუსულმა ჯარებმა გასულ თვეში საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია გააგრძელეს, რაშიც სტრატეგიული მილსადენიც მოექცა. ISIS კი მებრძოლებს კავკასიიდან სირიაში საომრად იწვევს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ვაშინგტონში შეხვდება აშშ–ს მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, 19 აგვისტოს სიტყვით გამოვა აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტში. ის განიხილავს, თუ როგორ მართავს საქართველო რეგიონული უსაფრთხოების რისკებს, რომელიც გაღრმავდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან 18 თვის შემდეგ,”– აღნიშნულია აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი