საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის იურიდიული საკითხების თავმჯდომარე და აღმასკომის წევრი, მურად ანჯაფარიძე ამბობს, რომ სხდომა საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა. მისი თქმით, 3 ოქტომბერი გენერალურმა სამდივნომ დაასახელა, რაც 50-ე დღეა გადაწყვეტილების მიღებიდან. ანჯაფარიძის თქმით, ამ თარიღის დამტკიცებას აღმასკომის შემადგენლობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, სუპერთაშის თამაშის ჩატარების შემდეგ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ის ტოვებს ფედერაციას და აღარ აპირებს შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ფედერაციას ისევ ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს.