ახალი ამბები

ირანში ნამყოფი პაციენტის “სრულად გამოჯანმრთელება” მე-2 ტესტმა ვერ დაადასტურა

15 მარტი, 2020 • 1256
ირანში ნამყოფი პაციენტის “სრულად გამოჯანმრთელება” მე-2 ტესტმა ვერ დაადასტურა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, პაციენტს, რომელზეც პირველმა ტესტმა გუშინ კორონავირუსი აღარ აჩვენა, განმეორებითმა დიაგნოსტიკამ, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი, “სრულად გამოჯანმრთელება” ვერ დაადასტურაა.

საუბარიაპაციენტზე, რომელსაც ირანში მოგზაურობის გამოცდილება აქვს. გუშინ ითქვა, რომ პირველმა ტესტმა მის სრულ გამოჯანმრთელებაზე მიანიშნა, თუმცა მეორე ტესტის მიხედვითი, ეს დასკვნა “საეჭვოა” და მას დამატებით მე-3 ტესტს ჩაუტარებენ.

“მეორედ, როდესაც ჩავუტარეთ ჩვენ, იყო ძალიან სუსტად დადებითი და დამატებით მოვითხოვოთ გადამეორება. ვფიქრობ კიდევ გაუკეთებენ ტესტს. ჩავთვალეთ რომ ჯერ უნდა იყოს, ანუ არ დავდასტურეთ სრული გამოჯანმრთელება. არ იყო ძალიან მყარად, გვინდა ძალიან მყარად ვიყოთ”, – აცხაადებს გამყრელიძე.

როგორც ცნობილია, პირველადმა ტესტებმა პაციენტების გამოჯანმრთელება 2 შემთხვევაში აჩვენა. მეორე პაციენტიც დამატებითი ტესტირების შედეგს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი