ახალი ამბები

4 ბავშვი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

15 მარტი, 2020 • 989
4 ბავშვი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

მისი თქმით, საჭიროა დამატებით 3-4 დღე მათი მდგომარეობის სრული პროგნოზირებისათვის.

“მათი მდგომაროება ჯერჯერობით სტაბილურია. დაავადება შემოსვლიდან დღემდე სტაბილურია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, ერთ-ერთ მათგანთან არის სუფერბილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი არ გამოვლენილა. დაახლოებით 3-4 დღე გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რომ ვთქვათ: მდგომარეობა სტბილურია პროგრესირებს თუ…”, – აცხადებს ეზუგბაია.

ამავე თემაზე

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 4 არასრულწლოვანია – ეზუგბაია

მასალების გადაბეჭდვის წესი