ახალი ამბები

ათენსა და მადრიდში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 მარტი, 2020 • 848
ათენსა და მადრიდში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ათენსა და მადრიდში მცხოვრებ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტორში ადასტურებენ. სამინისტროს ცნობით საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში და მადრიდში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ათენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

რაც შეეხება მადრიდში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ონკოლოგიური პაციენტია. ამჟამად საქართველოს მოქალაქე მოთავსებულია კლინიკაში და შესაბამის მკურნალობას გადის. უწყების ცნობით, მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია.

საქართველოში 14 მარტის შუადღის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი