ახალი ამბები

დამსაქმებლები სთხოვენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში დაბრუნებას – იმნაძე

14 მარტი, 2020 • 1395
დამსაქმებლები სთხოვენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში დაბრუნებას – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ პირს სთხოვს სამსახურში დაბრუნებას და მუშაობას. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ ასე გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 14 მარტის შუადღის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი