ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი არ დაუშვებს კორონავირუსის გამო ჩვენი გავლით ქართველების გადინებას რუსეთში – მედოევი

14 მარტი, 2020 • 2576
ცხინვალი არ დაუშვებს კორონავირუსის გამო ჩვენი გავლით ქართველების გადინებას რუსეთში – მედოევი

დე ფაქტო საგარეო მინისტრი დიმიტრი მედოევი რუსულ მედიასთან საუბარში საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საუბრობს.

“სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოდან ეს სენი ვერ შემოვიდეს. საზღვარი მაინც საიმედოდ არის ჩაკეტილი, იმ შემთხვევაში თუ იქ პანიკა დაიწყება და მოქალაქეების ტალღა ამ ქვეყნიდან უფრო მეტად დაცული ქვეყნებისკენ დაიძრა. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ეს ტალღა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ჩრდილოეთისკენ გაემართოს”, – ამბობს მედოევი და აქვე ამატებს, რომ ძალიან ყურადღებით აკვირდებიან კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას საქართველოში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევაა, ნაკლები ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში 45 დარეგისტირირებული შემთხვევაა, თუმცა, ოსი მინისტრი რუსეთში არსებულ სიტუაციაზე არ საუბრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი