თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ის კაფეები და ბარები, რომლებსაც ღია სივრცეები მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“დღესდღეობით, თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი [ღია] კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ფონზე ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან მიიღო.

14 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა რეგისტრირებული.