ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

14 მარტი, 2020 • 1140
დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად ტრამპმა ინფიცირების შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა დაასახელა.]

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ტრამპს საშუალებას მისცემს, თითოეულ შტატსა და ამერიკის ტერიტორიას კორონავირუსთან გასამკლავებლად, ჯამში, 50 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყოს. გარდა ამისა, ეს აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას მოქმედებისთვის მისცემს მეტ სამართლებრივ მოქნილობას გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტს აძლევს საშუალებას, საჭიროების მიხედვით იმოქმედოს უფრო სწრაფად და ეფექტიანად, მობილიზება გაუწიოს ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელ რესურსებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა კერძო საავამდყოფოებს საგანგებო მზადყოფნისა და დახმარებისკენ მოუწოდა, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ კორონავირუსით ინფიცირებულთა მომსახურება. გარდა ამისა, 13 მარტიდან ერთი თვით ძალაში შედის სამოგზაურო შეზღუდვა ევროპის ქვეყნების უმრავლესობისთვის, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებისა და რეზიდენტების გარდა აშშ-ში შესვლას ევროპის ქვეყნებიდან სხვა ვერავინ შეძლებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 13 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 264 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი