ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდა

12 მარტი, 2020 • 2157
კორონავირუსის გამო ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდა

ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების უმრავლესობიდან აშშ-ის მიმართულებით მოგზაურობა მომდევნო 30 დღით შეზღუდა.

ეს ნიშავს იმას, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ამერიკაში წასვლამდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შენგენის ზონის ქვეყნებში, 13 მარტიდან 13 აპრილამდე ვერ შეძლებს ამერიკაში შესვლას.

შეზღუდვა დაუწესდა შენგენის ზონის შემდეგ ქვეყნებს:

  • ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

შეზღუდვები ასევე დაწესდა ბულგრეთის, ხორვატიის და რუმინეთისთვისაც.

მოსალონდელია, რომ ამ ქვეყნებიდან შემცირებული მოთხოვნის გამო შეჩერდება ავიამომისვლაც. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, შეზღუდვა ჯერჯერობით არ ეხება.

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ეს კეთდება იმისთვის, რათა დაიცვას აშშ-ის მოსახლეობა კორონავირუს COVID-19-სგან. სამოგზაურო შეზღუდვები არ ეხება აშშ-ის მოქალაქეებს, რეზიდენტებსა და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, ტვირთბრუნვას ევროპასა და აშშ-ს შორის. თუმცა ისინი საზღვარზე გაივლიან შემოწმებას და მიეცემათ ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია.

ტრამპის თქმით, ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად მსგავსი ნაბიჯები გადაიდგა ჩინეთთან დაკავშირებით, ახლა კი ჯერი დადგა, იგივე გაკეთდეს ევროპის შემთხვევაში, სადაც კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ვეროპამ, აშშ-სგან განსხვავებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ვერ შეძლო წინასწარი ზომების მიღება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა აშშ-ში 1200-ს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვამა კი 38-ს მიაღწია. მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალება. ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, სადაც უკვე 12 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა. შემთხვევები იმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც. საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი