ახალი ამბები

14 მარტიდან სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლა დროებით შეწყდება

13 მარტი, 2020 • 1847
14 მარტიდან სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლა დროებით შეწყდება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 14 მარტიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების მიმოსვლა დროებით შეწყდება. მათივე ცნობით, შეზღუდვა არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებსა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება ენდომებათ.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე,” – წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი