11-18 აპრილს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროსმედალოსანი, უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ჩემპიონობაც ქართველ ათლეტს მიენიჭა.
ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ და პორშაკმა 435 კილოგრამი დაძლიეს, მაგრამ მსუბუქი წონის გამო, ჩემპიონობა უკრაინელს მიენიჭა. სამინისტროს ინფორმაციით, დოპინგ-კონტროლის შედეგები ორი დღის წინ გახდა ცნობილი და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამაც ევროპის ჩემპიონად ირაკლი თურმანიძე გამოაცხადა.
თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველი სამეული +105კგ წონაში ოფიციალურად ასეთია:
1.ირაკლი თურმანიძე (საქართველო) – 435კგ (201+234)
2.ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) – 432კგ (200+232)
3.ალმირ ველაგიჩი (გერმანია) – 418კგ (193+225)