ახალი ამბებიეკონომიკა

არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს – ბოკერია მთავრობის გეგმაზე

13 მარტი, 2020 • 2177
არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს – ბოკერია მთავრობის გეგმაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც უმთავრესად ტურიზმის სექტორის ნაწილისთვის გადასახადების რამდენიმე თვით გადავადებას გულისხმობს, ვითარებას ვერ გააუმჯობესებს. როგორც ჟრნალისტებს ბოკერიამ უთხრა, მთავრობას გადასახადები უნდა შეემცირებინა და ბიზნესისთვის მეტი ფული დაეტოვებინა:

“არსებითად ვერაფერს გააუმჯობესებს, კონცეპტუალურად არასწორია. მესმის, რომ ამ კონკრეტული სფეროს ხალხისთვის ეს შესაძლოა დროებითი შვება იყოს, მაგრამ ჩვენ მეწარმეებს ვეუბნებით, რომ გვინდა ეს თანხა თქვენ დაგიტოვოთ. მთავრობა კი ეუბნება, რომ ჩვენ ამ ფულს გასესხებთ და მერე უნდა ჩაგვასესხოთ. ანუ გადასახადების დაწევაზე კვლავ უარს აცხადებენ. ასევე, საწვავზე არსებულ აქციზის დაწევაზეც უარს ამბობენ, რომელიც შემდეგ [სამომხმარებლო] ფასებზე აისახება.”

დღეს, 13 მარტს, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბქუების მიზნით საქართველოს მთავრობამ ბიზნესს საგადასახოდო შეღავათები შესთავაზა. კონკრეტულად, ტურიზმის სექტორის ნაწილს მთავრობა ოთხი თვით საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაუვადებს. ამას გარდა, ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთ წარმომადგენელს, ვისაც “ობიექტური საჭიროება ექნება”, ბანკები 3-4 თვის განმავლობაში სესხების რესტრუქტურიზაციას გაუკეთებენ.

ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადდება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები

მასალების გადაბეჭდვის წესი