“ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა” – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დარდნობით ავრცელებს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს ფოქსნიუსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

განახლება – ბრაზილიის პრეზიდენტი და მისი შვილი ამ ინფორმაციას უარყოფენ. შვილის, ედუარდოს ინფორმაციით, ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

აქამდე, კორონავირუსი დაუდგინდა პრეზიდენტის პრეს-სპიკერს, რომელიც მასთან ერთად აშშ-ში იყო.  ბოლსონარო აშშ-ში დონალდ ტრამპს ხვდებოდა. ბოლსონაროს პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ის, ბოლსონარო და ტრამპი ახლო კავშირში არიან. ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „შეწუხებული არაა“.

კორონავირუსის პანდემიისადმი სკეპტიკურადაა განყწობილი ბოლსონარო – „სხვა გრიპები ამაზე მეტად კლავს“ – განაცხადა მან ოთხშაბათს და კორონავირუსის ირგვლივ არსებულ რეაქციას „გადაჭარბებული“ უწოდა.


კორონავირუსი ამჟამად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ცნობილია 125,000-ზე მეტ დაავადებულზე და 4600-ზე მეტ გარდაცვლილზე.

საქართველოში დაფიქსირებულია 25 შემთხვევა.