ახალი ამბებირეკლამა

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სკოლა „პროგრესი“ დისტანციურ სწავლებას იწყებს

13 მარტი, 2020 • 1606
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სკოლა „პროგრესი“ დისტანციურ სწავლებას იწყებს

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” 16 მარტიდან [ორშაბათი] დისტანციურ სწავლებაზე გადადის. უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს პროგრამის გატესტვა, რათა სწავლის დაწყებისას ნებისმიერი შეფერხება იყოს თავიდან აცილებული.

დისტანციურ სწავლებისთვის ქართულ-ამერიკული სკოლა მზად არის როგორც თბილისში, ისე ქუთაისსა და ბათუმში.

სკოლა წლებია სარგებლობს ელექტრო ჟურნალით, რომლის საშუალებითაც ხდება მშობლებთან და მოსწავლეებთან აკადემიურ საკითხებზე კომუნიკაცია. სწორედ ეს პროგრამა edu page დღეს კიდევ ერთხელ გაიტესტება და ამ პლატფორმაზე მოხდება ონლაინ გაკვეთილების ჩატარება საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით.

ამ პროგრამის საშუალებით მშობლებსაც ექნებათ წვდომა მოსწავლეზე მიცემული და შესრულებული დავალების ხარისხის შესახებ.

სკოლამ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტა. “დისტანციური სწავლება მოსწავლეთა დროის და ენერგიის რაციონალურად და ეფექტურად გამოყენებას შეუწყობს ხელს და სწავლის პროცესიც დროულად განახლდება”, – ამბობს ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” ბათუმის სკოლის დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი