ახალი ამბები

კალაძე: მთავარია ქართული ფეხბურთი ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც დღეს ვიმყოფებით

12 აგვისტო, 2015 •
კალაძე: მთავარია ქართული ფეხბურთი ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც დღეს ვიმყოფებით

კალაძის თქმით, ზვიად სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტიდან წასვლის შემდეგ, საჭიროა, საზოგადოებამ მოისმინოს სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამები, თუ ვინ როგორ აპირებს ქართული ფეხბურთის აღორძინებას.

 

”მე მგონი, [სიჭინავას] დაუმთავრდა პრეზიდენტობის ვადა. დაველოდოთ, ვინ იქნებიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები. შესაბამისად, მოვისმენთ რა პროგრამები ექნებათ; ვინ როგორ აპირებს ქართული ფეხბურთის გაძლიერებას და აღორძინებას. ჩვენთვის მთავარია, ქართული ფეხბურთი ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც დღეს ვიმყოფებით. მე ვფიქრობ, ეს არის ნებისმიერი, თითოეული გულშემატკივრის ოცნებაა, რომ მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატს. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით, მივიღოთ მონაწილეობა და ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ,” – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ფედერაციაში არჩევნები დაახლოებით ერთ კვირაში დაინიშნება.

კახა კალაძე
კახა კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი