ახალი ამბებირეკლამა

სასწავლო გრანტი ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

13 მარტი, 2020 • 2274
სასწავლო გრანტი ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ევროპაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რიცხვი საქართველოში დღითი დღე მატულობს.  ხარისხიანი სასწავლო პროგრამები, დაფინანსება, მუშაობის შესაძლებლობა, უცხო ენების დაუფლება, საინტერესო სტუდენტური გამოცდილება და მომავალში დასაქმების უკეთესი პერსპექტივა – ეს ის მთავარი მიზეზებია, რის მიხედვითაც ქართველი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელს ირჩევენ. 

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი [TalTech] უკვე წლებია ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტს, რომელიც სრულიად ფარავს სწავლის საფასურს, სტიპენდიებს სპეციალობების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებსა და აკადემიურ მოსწრებაზე დაფუძნებულ ყოველთვიურ სტიპენდიებს. გრანტების ოდენობა თითოეულ სასწავლო პროგრამაზე განსხვავებულია. ამჟამად, უნივერსიტეტში 20 ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაა ბიზნესის, სამართლის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიისა და მეცნიერების განხრით. გარდა ამისა, TalTech-ში ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ კამპუსზე მდებარე საერთო საცხოვრებელში. ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პოლიტიკის შედეგად უნივერსიტეტში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა და დადებითი გავლენა იქონია მათი კმაყოფილების ხარისხზე.

ამჟამად ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 60-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს. 

საერთაშორისო სტუდენტური ბარომეტრი 2019-ის (International Students Barometer) კვლევის თანახმად ესტონეთში, სადაც მაღალი რეიტინგის მქონე ექვსი საჯარო და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, საერთაშორისო სტუდენტთა 97% კმაყოფილია მომავალი კარიერული პერსპექტივით, სწავლის ღირებულებითა და ცხოვრების ხარჯის ოდენობით. 

აღნიშნული კვლევა, რომელშიც 183 უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს სტუდენტების კმაყოფილების დონეს მასპინძელ უნივერსიტეტში მიღებული მიღებული განათლებისა და სერვისების მიხედვით. 

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TalTech) საერთაშორისო სტუდენტების 90%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ სასწავლებელში არსებული ტექნოლოგიები, ვირტუალური სწავლის მეთოდები, სასწავლო სივრცეები და ცენტრალური ბიბლიოთეკა სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების სტანდარტებს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. 

ISB-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტები ზოგადად პოზიტიურად აფასებენ ცხოვრების ხარჯების ოდენობას (85%), საერთო საცხოვრებლის ხარისხს (83%), კამპუსის გარემოს (95%), სპორტულ ობიექტებს (87%), სატრანსპორტო საშუალებებს (93% ) და ზოგადად უსაფრთხო გარემოს ქვეყანაში (96%).

ნებისმიერი უნივერსიტეტის რეპუტაცია შეიძლება დამოკიდებული იყოს სწავლის, კვლევის, სწავლების და საერთაშორისო იმიჯის ხარისხზე. მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სასწავლო პირობები და გარემო, რომელშიც სტუდენტები განათლებას იღებენ. ზემოთ აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, ცხოვრების დონის და სწავლის ხარისხის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტუდენტთა 82% ურჩევდა თავის მეგობრებს სწავლის გაგრძელებას ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში და ზოგადად, ესტონეთში. 

ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება უკვე დაწყებულია. ონლაინ განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა პირველი მაისია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტალინის უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორს, ალექსანდრე ჩანადირს. ტელ: (+372) 620 3579 ; იმეილი – alexander.chanadiri@taltech.ee .

მასალების გადაბეჭდვის წესი