რაგბის ევროპული კავშირის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო 13 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში დაგეგმილი ყველა ჩემპიონატი შეჩერდება, რაგბის მატჩები კი გადაიდება.
ზვლილება შეეხება როგორც ქალთა და კაცთა საერთაშორისო ჩემპიონატების შეხვედრებს. მათ შორის ევროპის ჩემპიონატსაც. ასევე, გადაიდება U2o და U18 ასაკობრივ კატეგორიებში ევროპის ჩემპიონატების ფარგლებში დაგეგმილი მატჩებიც.
შესაბამისად, არ ჩატარდება საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრაც.
რაგბის ევროპული კავშირი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პერიოდი საკმარისი იქნება შეხვედრების ჩვეულ რეჟიმში აღდგენისთვის და ტუ ასე არ მოხდება, “რაგბი ევროპა” მზადაა აღნიშნული ზომები გაახანგრძლივოს.