ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან 7-ით, ევროსთან – 5 თეთრით გაუფასურდა

12 მარტი, 2020 • 913
ლარი აშშ დოლართან 7-ით, ევროსთან – 5 თეთრით გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან კიდევ 7 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გაუფასურდა.

13 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9494 ლარი გახდა, 1 ევრო კი –  3.3145 ლარი ღირს.

ბოლო დღეებში ლარი ევროსთან 16, აშშ დოლართან კი 17 თეთრით გაუფასურდა.

მიმიდნარე კვირის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენციას საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებს.

სებ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

ვრცლად წაიკითხეთ:

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი