საკოორდინაციო საბჭოს გადაყწვეტილებით, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებაზე მუშაობს ქვეყანაში სპორტული და საგანამანათლებლო ღინისძიებები უქმდება.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, დროებით შეწყდება ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებებთან.
მთავრობისვე განცხადებით, ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.
ამასთან, ოფიციალურად გაუქმდა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი.
14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი კი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.