ახალი ამბები

ჩინეთი იტალიას ექიმებს უგზავნის

12 მარტი, 2020 • 1087
ჩინეთი იტალიას ექიმებს უგზავნის

ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიას ექიმებს უგზავნის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმები მზად არიან საკუთარი ცოდნა იტალიელებს გაუზიარონ.

ამ დროისთვის ქვეყანა ინიფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ლიდერობს. ექიმების გარდა, ჩინეთმა იტალიას სპეციალური აღჭურვილობა და ნიღბები გაუგზავნა. საუბარია 2 მლნ ნიღაბსა და 200 ათას დამცავ აღჭურვილობაზე.

ექიმებზე კომენტარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრამც გააკეთა და თქვა რომ ჩინეთიდან ის ექიმები ჩავლენ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის პირველი პიკის დროს მუშაობდნენ. “ჩვენს ექიმებს არ სჭირდებათ სწავლა როგორ გააკეთონ საკუთარი საქმე, თუმცა ჩინელი ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც ვირუსს გაუმკლავდნენ და გაგვიზიარებენ გამოცდილებას”.

ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავიურით ინფიცირების 10 149 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 631-ია.

12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი