ახალი ამბები

ნუ მოხვალთ იუსტიციის სახლებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე – წულუკიანი

12 მარტი, 2020 • 913
ნუ მოხვალთ იუსტიციის სახლებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სხვადასხვა ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში გამოცხადებისგან. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა:

“მე მინდა მოგმართოთ ყველას და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან ორი კვირის განმავლობაში თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. გარდაუვალი აუცილებლობა არის აუცილებლობა, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლიათ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და მოთხოვნა იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციაში”, – განმარტა წულუკიანმა.

კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე დღეს, 12 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა საჯარო და კერძო სტრუქტურას დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი