ახალი ამბები

ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ

12 მარტი, 2020 • 1502
ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ

მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, ასევე მსახიობ რიტა უილსონს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ჰენკსი პირად ინსტაგრამ გვერდზე წერს.

“მე და რიტა ვართ ავსტრალიაში. ჩვენ ვიგრძენით გაციების მსგავსი დაღლილობა, სხეულის ტკივილი. რიტას აციებდა, რამაც მოგვიანებით გაუარა. ასევე, მსუბუქი ცხელება. როგორც ახლა მსოფლიოშია წესი, ჩაგვიტარეს კორონავირუსზე ტესტი და ანალიზი დადებითი აღმოჩნდა”, – წერს ტომ ჰენკსი და აღნიშნავს, რომ ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, ისინი იქნებიან იზოლირებულები, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ტომ ჰენკსი ავსტრალიაში ელვის პრესლიზე ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა.

მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალება. ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, სადაც უკვე 12 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა. შემთხვევები იმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც. საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება უკვე გამოაცხადა პანდემიად. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდა.

ფოტოზე: ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი/EPA-EFE/BRITTA PEDERSEN GERMANY OUT

მასალების გადაბეჭდვის წესი