ახალი ამბები

პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად – გამყრელიძე

11 მარტი, 2020 • 4196
პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისთვის მზადყოფნა არსებობდა და “ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის სამი სცენარი არის მზად”.

გამყრელიძის თქმით, ის რეკომენდაციებს ჯერ ვერ გაამჟღავნებს და ამ საკითხზე პრემიერთან შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო იმსჯელებს.

ამასთან, გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განმარტა, რას ნიშნავს პანდემია და რას ცვლის ის საქართველოსთვის.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები. ეს არის კონვენცია, რომლის ხელმომწერი ჩვენც ვართ.  ამ წესების მიხედვით არის გარკვეული საფეხურები, როცა ცხადდება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. იანვრის შუა რიცხვებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მიიჩნია საჭიროდ მისი გამოცხადება და თქვა, რომ ჩინეთის ლოკალური აფეთქებაა. შემდეგ გავიდა სხვა ქვეყნებში და 1 კვირის შემდეგ, უკვე გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, ანუ განგაშის თამასამ აიწია. პანდემიის განსაზღვრება გახლავთ ის, რომ დიდი რაოდენობის შემთხვევები არის ყველა კონტინეტზე და თითქმის ყველა ქვეყანაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 10 დღის წინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადა, საქართველომ კიდევ უფრო გააძლიერა რეჟიმები, კარანტინები, თვითიზოლაცია, საავადმყოფოების მზადყოფნა, ასევე, შეიზღუდა ფრენები.

“პანდემიის დროს უკვე შენი გადასაწყვეტია… WHO გეუბნება, რომ უკვე პანდემიაა – შენ ყველა ქვეყნიდან საფრთხე გაქვს. დღეს ჩვენ დიდი მსჯელობა გვქონდა. კარანტინში გადაგვყავს ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან შემოსული ყველა ადამიანი კარანტინში გადაგვყავს. იქ სამი-ოთხი დღის შემდეგ მიმდინარეობს დაკვირვება და თუ აქვს თვითიზოლაციის საშუალება და ქცევა, გადადის თვითიზოლაციაში.
ახლა  სერიოზული მსჯელობაა, რომ ეს უკვე გაფართოვდეს. დღეიდან ჩვენმა სამსახურებმა მისცეს რეკომენდაცია საზღვარს და შემოსავლების სამსახურის სანიტარულ სამსახურს, რომ უკვე გერმანიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი