ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი კორონავირუსის გამო ენგურის ჩაკეტვას აანონსებს

11 მარტი, 2020 •
სოხუმი კორონავირუსის გამო ენგურის ჩაკეტვას აანონსებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ 14 მარტს 20:00 საათიდან ენგურზე გადასასვლელი პუნქტი ყველასთვის ჩაიკეტება.

დაურ კოვე ასევე წერს: „მსოფლიოში სამწუხარო ამბებია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იმატებს. ამიტომაც უკიდურესი საჭიროების გარდა, არ ვმოგზაურობთ, ვიბანთ ხელებს და ვუფრთხილდებით ჩვენს ხანდაზმულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი