ახალი ამბები

მერკელის თქმით, კორონავირუსით, სავარაუდოდ, მოსახლეობის 70% დაინფიცირდება

11 მარტი, 2020 • 1354
მერკელის თქმით, კორონავირუსით, სავარაუდოდ, მოსახლეობის 70% დაინფიცირდება

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ახალი კორონავირუსით, სავარაუდოდ, მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდება.

სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, მერკელმა ამის მიზეზად კორონავირუსისადმი იმუნიტეტის არქონა და მკურნალობის მეთოდის არარსებობა დაასახელა.

ანგელა მერკელის თქმით, რეაგირება ვირუსის გავრცელების შემცირებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

“დროში უნდა მოვიგოთ”, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 113 ქვეყანაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირების 118 162 შემთხვევა. აქედან 80 955 შემთხვევას ადგილი ჰქონდა ჩინეთში. ახალი კორონავირუსით 4 290 ადამიანი დაიღუპა. გერმანიაში კორონავირუსით 1296 ადამიანი დაავადდა, 2 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი