ახალი ამბები

საპატრიარქოს თქმით, ტაძრებში დეზინფექცია ჩატარდება

11 მარტი, 2020 • 947
საპატრიარქოს თქმით, ტაძრებში დეზინფექცია ჩატარდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ტაძრებში დეზინფექცია ჩატარდება.

როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანომზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ტაძრების დეზინფექციის კუთით საპატრიარქო მზადაა ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს:

“ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტაძრების დეზინფექციის საკითხი.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები.

აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი