ახალი ამბები

აკრძალული საგნების ციხეში გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10 აგვისტო, 2015 • • 1229
აკრძალული საგნების ციხეში გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ზ.მ.  და გ.მ, თ.დ-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანით მივიდნენ ქ. რუსთავში, პენიტენციური დეპარტამენტის N17 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნების გადაცემის მიზნით.

 

გამოძიების ცნობით, გ.მ. და ზ.მ. მიუახლოვდნენ დაწესებულების გარე ამკრძალავ კედელს და ორივე მათგანმა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიისკენ ისროლა ორი ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო აკრძალული საგნები – ხუთი ცალი მობილური ტელეფონი, ექვსი ცალი სიმ ბარათი, ტელეფონის დამტენები და ყურსასმენები, ორივე ფუთა დავარდა დაწესებულების ტერიტორიაზე, რაც შემდგომში ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს ბრალდებულები გ.მ. და ზ.მ. რომლებსაც 2015 წლის 03 აგვისტოს ბრალი წარედგინათ 19-3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი