ახალი ამბები

“სვეტის” მიერ დაზარალებულებისთვის ბინების მშენებლობა დღეიდან იწყება – კალაძე

11 მარტი, 2020 •
“სვეტის” მიერ დაზარალებულებისთვის ბინების მშენებლობა დღეიდან იწყება – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, “სვეტის” მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება.

მშენებლობას კომპანია “მ2” განახორციელებს. კალაძის თქმით, მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდება და კომპანია 250 მილიონ ლარს დახარჯავს.

“ჩვენ ანალოგიური პრობლემები კიდევ გვაქვს – “ცენტრ პოინტი”, “ოლიმპიური ვარსკვლავი”… ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მე მჯერა, რომ იგივე პროცესები წავა, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნა მოგვარებული და მოწესრიგებული”, – განაცხადა კალაძემ.

გასული წლის 11 სექტემბერს, თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

მემორანდუმის თანახმად, შენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

თაღლითობის ბრალდებით გასამართლებული, სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორები კი პატიმრობიდან საპროცესო შეთნხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

m² „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი